weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციისთვის კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

11:43 პარასკევი, 10 ივლისი 2020

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული კუთვნილ საამქროში აწარმოებდა თვისობრიობაშეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ფალსიფიკაციას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]