weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იყო, COVID-19 დაუდასტურდა

14:29 პარასკევი, 10 ივლისი 2020 hits 368

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

მისი განცხადებით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

„ჩვენ გვქონდა საგანგებო კონსულტაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ და ასევე, აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება, ვინც მასთან წერდა საგამოცდო ტესტებს, რომ გააგრძელონ შესაბამისი წესების დაცვით გამოცდები. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდეს.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]