weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13:40 შაბათი, 11 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 8 ახალი შემთხვევიდან 3 საკარანტინო სივრცეში გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანს ვირუსი ინფიცირებულთან კონტაქტით გადაედო.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული ინფორმაციის თანახმად, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 981 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება სხვა მონაცმებს, კარანტინის რეჟიმში 4851ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის ავღანეთში დაინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურეა.

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]