weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს პატიმრობა შეეფარდა

07:17 კვირა, 12 ივლისი 2020

თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს, რომელსაც ბრალად გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ოჯახში ძალადობა, მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. 

მოსამართლე თამარ კაპანაძემ ამ გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე.

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ გრემელაშვილმა მიმდინარე წლის ივნისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს და 18 წლის შვილს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, 7 წლის შვილის თანდასწრებით. პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ გრემელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და ცოლ-შვილს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლესა და სამ შვილს სახლის დატოვება მოსთხოვა.

პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები მიხეილ გრემელაშვილმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით განახორციელა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრო 8 ივლისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მიხეილ გრემელაშვილი ბრალს არაღიარებს. 11 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ პოლიტპატიმარია და გენპროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა სურს.

გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობაში ნათესავმა ამხილა. 8 ივლისს, სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ბიძაშვილმა შვილებს წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო სცემა. კუკუნაშვილის აცხადებდა, რომ საკრებულოს დეპუტატი წლებია ცოლ-შვილზე ძალადობს და მათ იარაღითაც ემუქრება.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა. ამჟამად მიხეილ გრემელაშვილი ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]