weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

10:55 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

ბოლო 24 საქართველოში, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი არ გაზრდილა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია.

„ქვეყანაში დაგვემატა ცხრა ახალი შემთხვევა, იყო 986 და გახდა 995. ცხრა ახალი შემთხვევა ყველა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში, ხუთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 857 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება სხვა მონაცმებს, კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის ავღანეთში დაინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურეა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]