weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

COVID-19-ით ინფიცირებული 4-ვე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

11:31 სამშაბათი, 14 ივლისი 2020
ფოტოზე მარინა ეზუგბაია ფოტოზე მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ოთხივე შემთხვევა შემოტანილია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.

„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი შემთხვევა და ამჟამად ქვეყანაში 999 დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში 870 გამოჯანმრთელებული გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მისივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 87 პროცენტს შეადგენს.

ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის Stopcov.ge-ის მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 5640 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთალყურეობის ქვეშ – 244.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე, მათ შორის ავღანეთში დაინფიცირებული 28 სამხედრო მოსამსახურეა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 28 ივნისს დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]