weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სამეგრელოში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

12:10 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

სამეგრელოში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ადგილობრივები და მაშველები მეორე დღეა ეძებენ. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს „ლაივპრესის“ ინფორმაციით, მოზარდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელიში, კიროვის უბანთან გუშინ გაუჩინარდა.

ადგილობივების ცნობით, ბიჭი საქონელს მიერეკებოდა და სავარაუდოდ, მდინარეს გაუყვა. დარჩელში მერის წარმომადგენლის, დავით ბიგვავას თქმით კი, მოზარდი მეორე ნაპირიდან ძროხის გადმორეკვას ცდილობდა. მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.

ძლიერი წვიმების გამო მდინარის კალაპოტში წყალი ადიდებულია.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]