weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ყვარელში სახლის წინ მყოფ ქალებს ავტომობილი დაეჯახა, ერთი მათგანი დაიღუპა

14:20 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახლის წინ მყოფ რამდენიმე ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „რეგინფოსთან“ საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სახლის წინ, სკამთან ახალგაზრდა ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ახალსოფლელი არ არის.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი შედარებით მსუბუქი. დაშავებულები 40-45 წლის ქალები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]