weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება – ლომჯარია

14:21 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მან „ვაჟკაცობა ერთი-ერთზე იცის“.

ნინო ლომჯარიას თქმით, საჯარო პირების შეფასებებს განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს და ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს.

„ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალადობაა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებენ მაღალი თანამდებობის პირები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ეს მესიჯი ისე აღიქმება, რომ თუ ერთი ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა შესაცვლელია“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ძალადობა არაქართულია და მისთვის მიუღებელია.

„მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე... კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, დამალვით, არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]