weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

გორში ორი ადამიანი დაჭრეს

23:08 პარასკევი, 17 ივლისი 2020 hits 707
Qartli.ge-ის ფოტო Qartli.ge-ის ფოტო

გორში, ვერხვების დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდნარეობს.

დაჭრილის მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ქმარი ბავშვთან ერთად ეზოში იყო, რა დროსაც რამდენჯერმე ესროლეს. მისივე თქმით, შეარაღებული კაცი ავტომობილში ჩაჯდა და გაიქცა.

არსებული ინფრომაციით, სროლას წინ ჩხუბი უსწრებდა. მეორე მამაკაცი სავარაუდოდ დანით არის დაჭრილი. 

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, დანაშაულის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე პოლიციის მკვლელობისთვისაა ნასამართლევი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]