weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

როგორი იქნება პარლამენტის წინ ტროტუარი რეაბილიტაციის შემდეგ

17:13 კვირა, 19 ივლისი 2020

თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-live-ში აჩვენა, თუ როგორი იქნება პარლამენტის შენობის წინ ტროტუარი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ.

„მთლიანად ხდება ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებით, თბოიზოლაციებით. არსებული ქვის ფილები მთლიანად იქნა განახლებული, შადრევნები რომლებიც გაუბედურებული იყო, მთლიანად იქნა შეცვლილი. ისტორიული ქვის ფილები, რომლებიც ამოღებული და დასაწყობებული გვაქვს, ისინიც იქნება განთავსებული, რომ ისტორია იქნეს შენონახული.

ჩვენ აქ გავაკეთეთ სპეციალური თარგები იმისთვის, რომ უფრო მეტი გამწვანება გაკეთდეს, უფრო მეტი ხე-მცენარეები დაირგოს... თარგები ძალიან ლამაზი იქნება, ძალიან მოუხდება არსებულ სივრცეს“, - განაცხადა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობა საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

„რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიის ასეთი თანამედროვე სახით მოწყობა, უდაოდ პოზიტურია. ეს პროექტი ძალიან დეტალურად იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო ხელი შეეშალა სამუშაოებს, თუმცა ვადებში სრულდება.

მოქალაქეთა მისაღებიც განვაახლეთ და უკვე მეათე მოწვევის პარლამენტი მოქალაქეებისთვის იქნება უფრო მეტად მეგობრული, უფრო პოზიტიური. რა თქმა უნდა, მთავარი შემფასებელი მაინც მოსახლეობა იქნება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]