weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე 2 პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს

13:59 ორშაბათი, 20 ივლისი 2020 hits 588

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, ბინაში 31 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ დაუდასტურეს, რომ ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული მეზობელია, ხოლო მეორე - განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის მეუღლის მეგობარი.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სასჯელი სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

ქუთაისში 31 წლის ქალი 18 ივლისის ღამეს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავა, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მეგობარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]