weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა - სურსათის სააგენტო

17:42 ორშაბათი, 20 ივლისი 2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან აღებული 35 ნიმუში სსიპ „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო  ლაბორატორიაში“ გამოიკვლიეს, რის შედეგადაც 7 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ეს 7 პროდუქტი რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს.

დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

  • მაწონი „რანინა“ - მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“
  • არაჟანი „რანინა“ - მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“
  • არაჟანი „მილკო“ - მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“
  • რძე „მალკო 2.5%“ - მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“
  • კარაქი ნაღების 82.5% „რანინა“ - მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“
  • არაჟანი „ქობულეთური 25%“ - მწარმოებელი შპს „მემა კომპანი“
  • „ყველი ქართული“ - მწარმეობელი ი/მ „სურენ კირაკოსიანი“

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.

რძის ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, დაუშვებელია, რძის ნაწარმის დასახელების პროდუქტები (მაწონი, არაჟანი , ხაჭო, ყველი და ა.შ) მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]