weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 22 ივლისს მოძრაობა შეზღუდული იქნება

09:21 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

ხვალ, 22 ივლისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 55-ე კილომეტრზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის ფერდის ჩამონგრევაა (აფეთქება მცირე მუხტებით) დაგეგმილი.

„სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, პერიოდულად (დამოკიდებულია ჩამონაშალი მასის მოცულობაზე), საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]