weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა

10:33 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ათი ახალი შემთხვევიდან, ორის კონტაქტი დადგენილი არ არის. დანარჩენი რვიდან სამი შემოტანილია, ხუთი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის Stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არის 903. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღეის მდგომარეობით, საქართველში კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების ბოლო ფაქტი გუშინ, 20 ივლისს დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]