weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ კაპანახჩში შურისძიების მოტივით 26 წლის მამაკაცი გაიტაცეს და სცემეს - შსს

12:06 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 15 ივლისს, ბრალდებულებმა სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 26 წლის მამაკაცს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს თანახმად, ამის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცი სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კაპანახჩის მცხოვრებლებმა გუშინ აქცია გამართეს, სადაც თქვეს, რომ 26 წლის მამაკაცს მათ დაოჯახებულ თანასოფლელ ქალთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, ფაქტს მამამთილი შეესწრო, რის შემდეგაც ახალგაზრდა ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს. კაპანახჩელების განცხადებით, მამამთილს ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]