weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტყიბულში „საქნახშირის“ დირექტორის კაბინეტში მეშახტემ თვითდაზიანება მიიყენა

15:54 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში ერთ-ერთმა მეშახტემ, რომელიც ნახშირის მოპოვებაზე იყო დასაქმებული, სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. შუახნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მეშახტის პროტეტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კომპანიას სხვა სამუშაო პოზიციაზე გადაჰყავდა, რის შედეგადაც ხელფასი დაახლოებით 50%-ით უმცირდებოდა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ დამსაქმებელმა მეშახტეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ მეშახტე პროფკავშირების წევრი არ არის, ჩვენი წარმომადგენელი კლინიკაში გაჰყვა და დაეხმარა ცნობის აღებაში, რომელითაც დასტურდება მისი პათოლოგია. ამის შემდეგ ჩვენ კომპანიას ვთხოვეთ, არ გამოეყენებინა სამსახურიდან გაშვების მექანიზმი და მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა შეეთავაზებინათ, რაც კომპანიამ გააკეთა და ორი დღის წინ შესთავაზეს ზედაპირულ კომპლექტზე მუშაობა, ანუ ამ ადამიანს აღარ მოუხდება შახტში ჩასვლა. რამდენადაც ვიცი, გუშინ ამაზე შეთანხმდნენ კიდეც და დღეს, მოულოდნელად, ასეთი რაღაც მოხდა“, – უთხრა თამაზ დოლაბერიძემ „რეგინფოს“.

ტყიბულის შახტის პროფკავშირების თავმჯდომარემ, გაგა ისაკაძე „ქუთაისი პოსტთან“ განაცხადა, რომ მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]