weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2020

მთავარმა არხმა გამოძიებას დამონტაჟებული მასალა გადასცა – სუს-ი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

16:36 სამშაბათი, 21 ივლისი 2020 hits 420

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტელეკოპანია „მთავარმა არხმა“ გამოძიებას სიუჟეტის - „ნაყიდი COVID 19“-ი მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა გადასცა, რომელზეც ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი“, - აცხადებს სუს-ი.

სუს-მა „მთავარი არხიდან“ დაუმონტაჟებელი მასალა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. უწყების მტკიცებით, 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აუწყებდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, პანდემიის დროს, სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილი პირების ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიაგნოზის გაყალბების და გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ.

„გამოძიების პროცესში, გამოიკითხა „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული.... მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არქივში არსებული მასალა სურლად გადსცეს. მისივე თქმით, საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიება ღიმილის მომგვრელია.

„როგორც ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი ფუნქცია შეიძინა - ეს არის სატელევიზიო სიუჟეტების შინაარსის კონტროლი, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელი და დაუშვებელია“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ამ თემაზე:

სუს-ის საქმე არ არის, მედია როგორ სიუჟეტებს მოამზადებს – სახალხო დამცველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]