weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გარდაბნის რაიონში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა

11:22 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტიდანაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, გარდაბნის რაიონში კვლევის შედეგად COVID-19-ის ათი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდასტურდა საზღვარზე შემოსული სატვირთო მანქანის ხუთ მძღოლს, კიდევ ხუთ ადამიანს ვირუსი ინფიცირებულისგან გადაედო, ხოლო ორი პაციენტის დაავადების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

ბოლო კვირის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 34 შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, გარდაბნის რაიონის სოფლების ჩაკეტვა, ამ ეტპზე, არ იგეგმება.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1073 ფაქტი დადასტურდა. აქედან 907 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]