weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პოლიციას ზუგდიდში დაკავებულისთვის ნარკოტიკის და იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ

17:04 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადრი ფიფიას მეუღლე პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკორიკული საშუალების ჩადებაში ადანაშაულებს. სააგენტო „ლაივპრესთან“ მაკა კოდუამ განაცხადა, რომ მისი ქმარი წუხელ, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

„სულ რამდენიმე წუთით გავიდა სახლიდან, არანაირი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება მას არ ჰქონია. როცა პოლიცია სახლში შემოვიდა, ვერაფერი ნახეს. ბადრიმ ადვოკატს უთხრა, რომ იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. რამდენიმე თვეა ერთად ვართ და ჩემი შემოსავლით ვცხოვრობთ, გაუგებარია მისი დაკავების მიზეზი“, – განაცხადა კოდუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებასთან დაკავსირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ადვოკატმა ჯიტა გულუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ფიფიას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენას ედავებიან. 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, ხოლო 260-ე ნარკოდანაშაულს ეხება.

სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, ბადრი ფიფია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]