weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი თავში დაჭრილი იპოვეს

19:04 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრილი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დაჭრილი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისში, „კლინიკა „ჯერარსში“ რეანომობილით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში აქვს.

სამედიცინო დაწესებულებასთან მყოფი ნათესავების განცხადებით, მომხდარის დეტალები და მიზეზები მათთვის უცნობია. მათივე თქმით, ფაქტს ბექა გოგრიჭიანის მეუღლე შეესწრო, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]