weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პოლიციის არაეფექტური მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს

00:04 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, მოძრაობა შეცვალეს ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომლის ლოზუნგი ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!“ იყო. აქციაზე მისულმა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ბოლო პერიოდში, გახმაურებულ საქმეებზე შსს-ს არაეფექტური მუშაობა გააპროტესტეს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს, 22 ივლისს, თითქმის ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოების მერე, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვლი გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილების ოჯახი სამართალდამცველებს გულგრილობასა და არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.

„შეცვალეს“ განცხადებით, ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული გარდაცვალებები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის. მოძრაობა „შეცვალე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები.

აქტივისტებმა სამინისტროსთან გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]