weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

11:00 პარასკევი, 24 ივლისი 2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც სამართალდამცველები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

„სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - აცხადებს შსს.

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირებულების რიცხვის ზრდა ფიქსირდება. ამ საკითხს გუშინ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე კონტროლდება, თუმცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არსებული მდგომარეობა საყურადღებოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ სოფლებიდან ბევრი მოქალაქე თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზეა დასაქმებული.

„ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსი 1104 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 912 უკვე გამოჯანმრთელებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]