weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:22 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან 4 შემოტანილია, ერთი - უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო გარდაბნის მუნიციპალიტეტი, კერძოდ, გაჩიანია.

ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კოვიდ-ცენტრები 237 პაციენტი მკურნალობს. კითხვაზე, გაიცემა თუ არა რეკომენდაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზომების გამკაცრების ან რომელიმე რეგიონის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ეზუგბაიამ თქვა, რომ ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლირებადია.

„თუ შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, ალბათ, ამის აუცილებლობა არ დადგება“, - განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 922 გამოჯანმრთელებულია, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]