weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:42 სამშაბათი, 28 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

„ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა. კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი. ოთხი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა და აქედან ორი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კოვიდ-ცენტრებში დღეს 240 პაციენტი მკურნალობს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა იყო 24, რომელიც ჩვენთვის თითქოს შემაშფოთებელი იყო. თანდათანობით შემთხვევები მცირდება და რამდენიმე დღეა გვაქვს - 5, 6, 7, 8 შემთხვევა. თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ, რომ მართვადია. ასეთი კონტროლირებადი მატება ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს. როგორც ვიცით, ორი კლასტერია - ლილოს ბაზრობა და გარდაბანის მუნიციპალიტეტი. იმედი გვაქვს, რომ როგორც დანარჩენი კლასტერები ჩამთავრდა კარგად, აქაც ასე იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 927-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]