weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:50 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1145-დან 1155-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლებაში დაფიქსირდა.

„ოთხი შემთხვევა შემოტანილია, საიდანაც ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების დადგენა“, - განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 248 ინფიცირებული მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 41 კოვიდინფიცირებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეზუგბაიას ცნობით, სტაბილურია.

ბოლო დღე-ღამეში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ, პანდემიის დაწყების შემდეგ, გამოჯანმრთელებულია 929 კოვიდინფიცირებული.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, დღეს კარანტინის რეჟიმში 6489 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 337.

საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 20 ივლისს დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]