weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2020

ქუთაისში რამდენიმე ქუჩა და სახლების პირველი სართულები დაიტბორა

13:45 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020 hits 520

უხვი ნალექის შედეგად, წუხელ ქუთაისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩების მცხოვრებთა ნაწილს წყალი სახლის ეზოებში, სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვიდა. საავტომობილო გზებზე შეზღუდულია იყო ავტომობილების გადაადგილება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ამ დრომდე მიმდინარეობს, გზების სავალი ნაწილი კი თითქმის გასუფთავებულია.

„ამ ქუჩებს წლების განმავლობაში აწუხებს დატბორვის პრობლემა. მერიის სპეციალური სამსახურების მიერ ღვარსადენების გაწმენდა ყოველთვის ხდება, მაგრამ ამჟამად კომპანია „სოკარგაზი“ წერეთლის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს, კეთდება ცენტრალური მაგისტრალი. ამის გამო იქ ქვიშა იყო დაგროვილი, რაც ღვარსადენებმა ვეღარ გაატარა და ამის გამო, ეს ქუჩებიც დაიტბორა“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

მისივე თქმით, დატბორვით გამოწვეული ზარალის ოდენობა საღამოსთვის იქნება ცნობილი.

უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონის კალაპოტში წყლის დონემ მოიმატა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის ქუთაისში აღარ წვიმს.

გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რაჭაში მდინარე რიონის და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი, რამდენიმე ადგილას წაღებულია სამანქანო გზა და ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები. ყველაზე მძიმე მდგომარეობა შოვში, გლოლაში, უწერაში, ღებში, ჭიორაში, ჯინჭვისში, ნაკიეთსა და კიდევ რამდენიმე სოფელშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]