weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

ახალქალაქში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა

23:23 შაბათი, 01 აგვისტო 2020 hits 173
ფოტო © ტელეკომპანია ფარვანა ფოტო © ტელეკომპანია ფარვანა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოსთან შუახნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივ გამოცემა Jnews-ს სოფლის მცხოვრებმა უთხრა, რომ მამაკაცი სატვირთო ავტომანქანას აკეთებდა, რა დროსაც მისი უკანა ნაწილი ასწია და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სადენებს შეახო.

გარდაცვლილი ადიგენიდან იყო და ხოსპიოში მუშაობდა. Jnews-ის ცნობით, ახალქალაქი-ნინოწმინდის გზის სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ასრულებს. კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ გარდაცვლლი მამაკაცი მათი თანამშრომელი არაა და სავარაუდოდ, სარკინიგზო გზაზე იყო დასაქმებული.

შინაგან საქეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]