weather cur horoscope tv
სექტემბერი 22, 2020

საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

10:08 შაბათი, 08 აგვისტო 2020 hits 343

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროშა დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც.

დროშა დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის სასახლისა და ორბელიანების სასახლის შენობებზე.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მიზნით რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]