weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

ახალქალაქში 27 წლის ბიჭი მოკლეს, გადაწვეს რამდენიმე სახლი

22:38 შაბათი, 08 აგვისტო 2020 hits 974
Jnews-ის ფოტო Jnews-ის ფოტო

ახალქალაქის ცენტრალურ პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს სოფელ კულიკამში მცხოვრები 27 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს. საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი დაჭრილი.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ მკვლელობას მოჰყვა ქალაქში არეულობა. ახალგაზრდების ჯგუფმა ერთ-ერთი სასტუმროს კარების გატეხვა და ფანჯრების ჩამსხვრევა სცადა, რის შემდეგაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. რბევა მიასნიკიანის ქუჩაზე გაგრძელდა, სადაც სასტუმროს მფლობელის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. იწვის ნალბანდიანის, მაშტოცის და თუმანიანის ქუჩებზე მდებარე სამი სახლიც, რომლებიც, Jnews-ის ცნობით, ასევე სასტუმროს მფლობელთანაა დაკავშირებული.

გარდა ამისა, საავადმყოფოსთან რამდენიმე ავტომობილია დაზიანებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი. მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ პარკთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]