weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

COVID-19-ით ცხრა ახალი ინფიცირებულიდან ორი სამედიცინო პერსონალია

12:43 კვირა, 09 აგვისტო 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აქედან ორი სამედიცინო პერსონალია.

„ერთის გარდა, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი სამედიცინო პერსონალია, ორი არის იმპორტირებული შემთხვევა, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში, ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 208 აქტიური შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

СOVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს. ვირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]