weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

10:58 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი ახალი პაციენტი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაჩიანის დასახლებაში დაინფიცირდა.

„16 შემთხვევა უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. ერთი - სამედიცინო პერსონალია, 5 - შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა, ერთი პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო ერთ პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად და კონტაქტების გამოსავლენად ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1010 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

დღეს კარანტინის რეჟიმში 6930 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]