weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

„ქართულმა ოცნებამ“ დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტიიდან გარიცხა

16:04 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 hits 721

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გარიცხვის მიზეზი გიორგი ტატუაშვილის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ გახდა.

„რეგინფო“ გიორგი ტატუაშვილს ვერ დაუკავშირდა. ის სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ჯერჯერობით არ პასუხობს.

„სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2014 წლიდან ამ თანამდებობის დაკავებამდე ის შპს „ნიუ ჰოსპიტალსის“ იურიდიული სამსახურის იურისტი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]