weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მესტიაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის – შსს

17:41 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020
ფოტო: Ana Chartolani / Facebook ფოტო: Ana Chartolani / Facebook

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი – მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კარანტინი გაიარონ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შსს-ს ცნობით, დამატებითი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა, დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მთავრობის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად, 30 აღებული სინჯიდან COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]