weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

სიღნაღის 8 სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის რეაბილიტაციის პროექტი იწყება

12:42 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 hits 836

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება და 26 თვეში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

პროექტი სოფლების – ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „გზა“ დაიწყებს.

„გათვალისიწნებულია სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელის და ჭაბურღილების მოწყობა, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო. სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, – აცხადებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]