weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი სტამბოლში

11:35 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს იწვევს სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2020 წლის სექტემბრის ბოლოს ან/და ოქტომბრის დასაწყისში თურქეთში, ქალაქ სტამბოლში.

სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი სამდღიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანია ქართველ, აფხაზ და ოს მონაწილეებში, სამოქალაქო აქტივიზმსა და ადვოკატირებასთან დაკავშირებული კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების) განმტკიცება-განვითარების ხელშეწყობა.

ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილეები:

  • გააანალიზებენ გუნდის რაობას, მისი განვითარების სტადიებსა და შესაბამის სირთულეებს;
  • სიღრმისეულად გაიაზრებენ დემოკრატიის არსს და სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების როლს;
  • გაიაზრებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხებს და აქტიური მოქალაქის მიერ გასავლელ გზას;
  • განიხილავენ სამოქალაქო აქტივისტისთვის საჭირო კომპეტენციებს და აქედან გამომდინარე მოახდენენ საკუთარ თვითშფასებას.
  • გაიაზრებენ სახელმწიფოს მისიას და მის ხელშემწყობ თუ ხელშემშლელ გარემოებებს;
  • ჩაუღრმავდებიან ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალ პერიოდში არსებულ სირთულეებს;
  • მიიღებენ ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის სფეროებისა და საფეხურების შესახებ და გაიაზრებენ ამ პროცესში არსებულ სირთულეებსა თუ გამოწვევებს;
  • გააანალიზებენ ადვოკატირების რაობას, მიზნებსა და ამოცანებს;
  • გაეცნობიან ადვოკატირების ფორმებს და ადვოკატირების პორტფოლიოს წარმატებულ ნიმუშებს.

ტრენიგის სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნოთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 2020 წლის 4 სექტემბრის 18 საათამდე.

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik –ის მხარდაჭერით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]