weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სურამში ავარიის შედეგად ქალი და მისი 5 წლის შვილი დაიღუპნენ  

22:37 შაბათი, 05 აგვისტო 2017

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სურამში, რის შედეგადაც ქალი და მისი 5 წლის ბავშვი დაიღუპნენ. დედა-შვილი ტროტუარზე მიდიოდნენ, როდესაც ავტომობილი დაეჯახათ.

გარდაცვლილი ქალი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მიხეილ უნგიაძის მეუღლე – შორენა მეგრელიშვილი, ხოლო ბავშვი მათი შვილია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტომობილის მძღოლი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]