weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ოზურგეთში, მდინარე სუფსაში 12 წლის გოგონები დაიხრჩვნენ

23:32 შაბათი, 05 აგვისტო 2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში 12 წლის გოგონები დაიხრჩვნენ. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის მზექალა მელუას ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.

"ბავშვები მდინარეზე უფროსებთან ერთად იყვნენ. როგორც ერთ-ერთი გარდაცვლილის მამიდამ თქვა, ისინი წყალში სურათის გადასაღებად შევიდნენ. ტელეფონის ასაღებად უფროსები ნაპირზე დაბრუნდნენ და უკან რომ მიტრიალდნენ ბავშვები უკვე წყალს წაეღო", - უთხრა "რეგინფოს" მზექალა მელუამ.

მისივე ცნობით, მაშველებმა ერთ-ერთი გოგონას ცხედარი იპოვეს. ცუდი ხილვადობის გამო მეორე გოგონას სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყვეტილია.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]