weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

COVID-19-ის 15 ახალი შემთხვევიდან 9 სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება

11:35 შაბათი, 15 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ცხრა ახალი შემთხვევა სვანეთს უკავშირდება.

„ცხრა დადასტურებული შემთხევვა არის მოგზაურობა ამ ეპიდაფეთქების ზონაში, ოთხი შემთხევვა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთი შემოტანილი შემთხევაა და ინფიცირებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

„დღის განმავლობაში გამოჩნდება, ალბათ, იმიტომ, რომ კვლევა გრძელდება როგორც მესტიაში, ისე ყაზბეგში. ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა. ამ მონაცემების მიხედვით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 216 ინფიცირებული მკურნალობს.  

„გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი. ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს განიხილება, როგორც მძიმე პაციენტი. დღევანდელი მდგომარეობით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6, ხოლო მძიმე პაციენტებისა – 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1321 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1088 უკვე განკურნებულია.

დღეს კარანტინის რეჟიმში 7597 მოქალაქე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]