weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სექტემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა

16:34 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისგან თავი შეიკავონ.

სააგენტოს განმარტებით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის (გერმანია), პარიზის (საფრანგეთი) და რიგის (ლატვია) აეროპორტებს შორის.

„თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების - Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით“, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა. მთავრობა მარტში შეჩერებული რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას ივლისიდან გეგმავდა, თუმცა 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმი აგვისტოშიც გაგრძელდა.

მთავრობის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტის განხორციელება მხოლოდ პირდაპირი ფრენებით შეუძლიათ. მათ სავალდებული 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]