weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზმაუს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა

14:46 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვენახევრის განმავლობაში, ვიდრე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები. მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. ყველაფერი მზად არის, რათა დავიწყოთ ახალი სეზონი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა უფლებამოსიების ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე დატოვა.

„მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მაღლაფერიძემ დღეს გაავრცელა.

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]