weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პანკისში ჩაცმულობის გამო 2 ადამიანის ცემისთვის 22 წლის მამაკაცი დააკავეს [Video]

22:25 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული ისლამ ფარეულიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ გელა წელაურს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

გელა წელაურსა და მის არასწრულწლოვან შვილს პანკისში იმის გამო სცემეს, რომ ქუჩაში შორტები ეცვათ. გელა წელაურს ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც.

ეს არ არის პანკისის ხეობაში შორტებით გადაადგილების გამო ძალადობის პირველი შემთხვევა.

 

ამ თემაზე:

ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილის ცემისთვის პანკისში მეორე ახალგაზრდა დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]