weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სტიქიის შედეგად ლენტეხის ხუთი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

11:42 პარასკევი, 21 აგვისტო 2020

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ლასკადურა ადიდდა და დაბა ლენტეხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ჩოლურის თემის ხუთი სოფელი - დურაში, ტვიბი, ესიერი, საყდარი და მუწდი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. სტიქიის შედეგად დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]