weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პანკისში მამა-შვილის ცემის საქმეზე ბრალი 3 პირს წარედგინა

22:45 შაბათი, 22 აგვისტო 2020

პანკისის ხეობაში, ჩაცმულობის გამო გოჩა წელაურისა და მისი 16 წლის შვილის ცემის საქმეზე დღეს, 22 აგვისტოს, ბრალი სამ პირს წარუდგინეს. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ი.ფ-ს, ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალად ედებათ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და არასრულწლოვნის ჯგუფურად ცემა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ გ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს გ.წ-ს არასრულწლოვან შვილს ნ.წ-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - გ.წ-მ და ნ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის გ.წ-მ - სხივის ძვლის მოტეხილობა“, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.. 

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 9 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

ი.ფ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 53'-126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 53'-118 მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 53' -126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულია.

საქმეს თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]