weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ამბროლაურში 29 წლის მამაკაცი მოკლეს

00:13 კვირა, 23 აგვისტო 2020 hits 912

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 29 წლის ლასო აბუთიძე 22 აგვისტოს მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის ორი მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და ლასო აბუთიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

„ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, – აცხადებს შსს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ლასო აბუთიძეს დაპირისპირება მოუხდა იმ პირებთან, რომლებიც მის მიერ გაქირავებული კოტეჯის მდგმურებს, ქალებს აწუხებდნენ. 

საქმეზე გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]