weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლენჯერი და დაბა მესტია 2 სექტემბრიდან გაიხსნება

12:10 ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენჯერსა და დაბა მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები 2 სექტემბრიდან მოიხსნება.

„დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. შესაბამისად, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პრევენციას და სურათის ნათლად ჩვენებას“, - განაცხადა საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს, მას შემდეგ დაწესდა, რაც კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოს ყველა სოფელი, ლენჯერისა და დაბა მესტიის გარდა, გაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]