weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გურჯაანი-ზიარის გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

11:45 პარასკევი, 28 აგვისტო 2020

გურჯაანი-ზიარის 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 26 აგვისტოს გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთს, მოეწყობა გზის საფარი, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, შეკეთდება ტროტუარები და ბორდიურები, მოეწყობა გაბიონის საყრდენი კედლები, ამაღლდება არსებული ჭები და დაიდგმება საგზაო ნიშნები

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მადლობას ვუხდი. გზა მართლა ძალიან იყო დაზიანებული და მოსახლეობამაც არაერთხელ მოგმართა რეაბილიტაციის თხოვნით. აღნიშნული გზით სარგებლობს არამხოლოდ არაშენდის თემის, არამედ გურჯაანის მოსახლეობის უმეტესობა.

ზიარის გზით გადაადგილება საგრძნობლად ამცირებს დროს და მანძილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან და თბილისთან. სხვაობა ცენტრალური გზით გადაადგილებასა და ზიარის გზით სარგებლობას შორის 12 კილომეტრია, მგზავრობის დრო კი 15-20 წუთით მცირდება. ბოლო დროს, ზამთრის ყინვების შემდეგ, იმდენად იყო დაზიანებული, საფრთხის შემცველიც კი იყო ამ გზით გადაადგილება. სასიხარულოა, რომ ახლა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გურჯაანელებს საშუალება ექნებათ მოკლე დროში კომფორტულად იმგზავრონ“, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 486 206 ლარია. წინანადადებების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.

გურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]