weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2021

დავით ბაქრაძემ ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა

10:26 შაბათი, 29 აგვისტო 2020 hits 517

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ახმეტის მცხოვრებლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა. ჭიაბერაშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში იყრის კენჭს.

„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ მათი საარჩევნო პროგრამა პენსიებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ორჯერ გაზრდას ითვალისწინებს.

„მოსახლეობას როგორც აქ, ისე სხვა რეგიონებში, აწუხებს მძიმე სოციალური პრობლემები. ამის გამოსავალი არის ჩვენი საარჩევნო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარებების გაზრდას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რაც იქნება გარდამტეხი, რათა ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს. „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორც უნდა შემცირდეს უმუშევრობა და სიღარიბე, ხოლო ამ ცვლილებებზე გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იყრის კენჭს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, – გიორგი ბოტკოველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]