weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ჭიათურის მაღაროში დაშავებული მემანქანე საავადმყოფოში გარდაიცვალა

15:02 ორშაბათი, 31 აგვისტო 2020

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს ტერიტორიაზე მუშა დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ უთხრა, მამაკაცს ერთი კვირის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაქტორმა გადაუარა.

დაშავებული, მიყენებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მამაკაცი მძიმე ტექნიკის მემანქანედ მუშაობდა. პროფკავშირების ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა კომპანია „შუქრუთი +“-ის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა. მათივე თქმით, მომხდარის დეტალებს მოკვლევის კომისია დაადგენს, რომლის მუშაობაში პროფკავშირებიც ჩაერთვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]