weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

COVID-19 „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულის 5 კონტაქტს დაუდასტურდა

16:44 ორშაბათი, 31 აგვისტო 2020 hits 172

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ პირთან კონტაქტში მყოფი 240-მდე ადამიანი გამოიკვლიეს.

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი აქვთ დადასტურებული დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს.

„რუსთავის საავადმყოფოში ცხელებით იყო შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და შემდგომ, მასთან დაკავშირებულ 2 კონტაქტში იქნა დადასტურებული ვირუსი. ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი და ამიტომ არჩილ თალაკვაძე თავისი ოჯახით თვითიზოლაციაში გადავიდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 18-ით გაიზარდა, აქედან 11 შემთხვევა შემოტანილია, 7 ინფიცირებულს კი დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი. კოვიდ-ცენტრებში სულ 220 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 1487 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1240 უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 19-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]